ძირითად შინაარსზე გადასვლა

მხარდაჭერის ცენტრი

ხშირად დასმული კითხვები


ტოპ ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიღო წვდომა ჩემი ანგარიშის ინფორმაციაზე?

ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მისაღებად, მოძბნეთ დადასტურების ელ. ფოსტა, რომელიც მიიღეთ რეგისტრაციის დროს. ვებ-გვერდზე წვდომის მისაღებად, შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტა და პაროლი, შემდეგ დააკლიკეთ ავტორიზაციის ღილაკს. თუ არ გაგაჩნიათ პაროლი, დააკლიკეთ არ მაქვს / დამავიწყდა ჩემი პაროლი. მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა და დააკლიკეთ დადასტურების ღილაკს. თქვენ მიიღებთ პაროლის შეცვლისათვის საჭირო ელ. ფოსტას.

როგორ უნდა გავაკეთო კონფერენც-ზარის ორგანიზება?

თქვენს ანგარიშზე შესვლის შემდეგ, მოიწვიეთ მონაწილეები ელ. ფოსტის ან მოწვევის ფორმის საშუალებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ FreeConferenceCall.com Google Calendar™ გაფართოება-ისა ან Outlook® ფლაგინი-ისთვის. შეატყობინეთ მონაწილეებს კონფერენც-ზარის თარიღისა და დროის შესახებ და მიეცით მათ ტელეფონის ნომერი და წვდომის კოდი. დათქმულ დროს, ყველა რეკავს ტელეფონის ნომერზე და შეჰყავს წვდომის კოდი, ხოლო შემდეგ ჰეშთეგი (#). თუ ხართ ჰოსტი, დააჭირეთ ვარსკვლავს (*), შეიყვანეთ პინ-კოდი, ხოლო შემდეგ ჰეშთეგი (#).

ვიდეოს ყურება

როგორ ჩავწერო კონფერენც-ზარი, ვიდეო კონფერენცია ან ეკრანის გაზიარების სესია?

არსებობს 3 ვარიანტი:

1. აუდიოს, ვიდეოსა და ეკრანის გაზიარების ჩაწერა ტელეფონის კლავიატურის ბრძანებები-ის გამოყენებით.

დარეკეთ როგორც ჰოსტმა (აკრიფეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და შეიყვანეთ წვდომის კოდი, ხოლო შემდეგ ჰეშთეგი (#), შემდეგ დააჭირეთ ასტერიკსს (*) და, მოთხოვნის შემდეგ, შეიყვანეთ პინ-კოდი). ჩაწერის დასაწყებად, დააჭირეთ *9 და 1, რათა დაადასტუროთ. ჩაწერის შესაწყვეტად და დასამახსოვრებლად, დააჭირეთ *9 კიდევ ერთხელ და 1, რათა დაადასტუროთ.

1. აუდიოს, ვიდეოსა და ეკრანის გაზიარების ჩაწერა ვებ კონტროლების გამოყენებით.

ლაივ კონფერენც-ზარის მიმდინარეობის დროს, შედით თქვენს ანგარიშზე. ეწვიეთ თქვენი შეხვედრის კედელს და დააკლიკეთ გვერდის თავზე არსებულ ვებ კონტროლების ღილაკს. დააკლიკეთ ჩაწერის ღილაკს, რათა დაიწყოთ ჩაწერა. დააკლიკეთ ჩაწერის ღილაკს კიდევ ერთხელ, რათა შეწყვიტოთ და დაიმახსოვროთ ჩანაწერი.

3. აუდიოს, ვიდეოსა და ეკრანის გაზიარების ჩაწერა დესკტოპ აპლიკაციის გამოყენებით.

ჩართეთ დესკტოპ აპლიკაცია და წარმართეთ ონლაინ შეხვედრა. სურვილისამებრ, დაიწყეთ აუდიო, ვიდეო და ეკრანის გაზიარების სესია. დააკლიკეთ ჩაწერას შეხვედრის სამუშაო დაფაზე. ჩაწერის შესაწყვეტად, დააკლიკეთ ჩაწერის ღილაკს კიდევ ერთხელ.

შენიშვნა: ჩანაწერების სანახავად, ეწვიეთ ანგარიშის საინფორმაციო გვერდს და აირჩიეთ ისტორია & ჩანაწერები პროფილის ჩამოსაშლელი მენიუდან. თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ, გააზიაროთ, გადმოწეროთ, წაშალოთ და დაბლოკოთ ნებისმიერ ჩანწერი. გამოიყენეთ ჩართვის ნომერი (მოცემული არის გვერდის ქვემოთ) და დარეკეთ და მოუსმინეთ ჩანაწერებს ტელეფონის მეშვეობით.


ინფორმაცია ანგარიშის შესახებ

ეს სერვისი ნამდვილად უფასოა?

დიახ, სერვისი უფასოა. ჩვენ ჩვენს მომხმარებლებს არანაირ გადასახადს არ ვაკისრებთ. ეს არ არის უფასო საცდელი ვერსია. პროგრამა არ შეიცავს რეკლამებს, არ გააჩნია ხარისხის პრობლემები, დამალული ხარჯები, პროდუქტის რეკლამა, კონტრაქტები, რაიმეს ყიდვის აუცილებლობა, უსაფრთხოების პრობლემები, შეზღუდვები თუ რამე სხვა სახის სიურპრიზი.

შენიშნვა: მობილურმა ოპერატორებმა შესაძლოა დააწესონ სტანდარტული ტარიფები.

ამ ანგარიშს გააჩნია მოქმედების ვადა?

არა, თქვენს ანგარიშს ვადა არასოდეს გაუვა. თქვენ შეგიძლიათ იგივე ანგარიში უამრავ კონფერენციაში გამოიყენოთ.

რა არის ზარის დეტალური ანგარიში?

ზარის დეტალური ანგარიში ეგზავნება ჰოსტს ელ. ფოსტის მეშვეობით ყოველი ზარის დასრულების შემდეგ. ანგარიში მოიცავს ინფორმაცია მონაწილეების შესახებ, როგორიც არის თითოეულ ზარზე გატარებულ დროსა და შეხვედრის სხვა დეტალებს.

ვინ არიან "ანონიმური" მონაწილეები ზარის დეტალების ანგარიშში?

ანონიმური მონაწილის ID ნაჩვენები არის ზარის დეტალურ ანგარიშში როდესაც მონაწილის ტელეფონის ნომერი დაბლოკი არის განზრახ ან შაბლონურად, მობილური ოპერატორის მიერ.


მაღალი გარჩევადობის აუდიო კონფერენცია

არსებობს იგივე ანგარიშის გამოყენების რაოდენობრივი შეზღუდვა?

არა. გამოიყენეთ თქვენი ანგარიში იმდენჯერ, რამდენჯერაც მოისურვებთ.

არის თუ არა საჭირო კონფერენც-ზარისთვის დროის დარეზერვება?

დაჯავშნა არ არის აუცილებელი. თქვენ შეგიძლიათ კონფერენც-ზარის წარმართვა 24 საათიან რეჟიმში.

რამდენ მონაწილეს შეუძლია ერთდროულად მიიღოს მონაწილეობა ერთ კონფერენციაში?

მაქიმუმ 1000 მონაწილეს შეუძლია შეუერთდეს კონფერენც-ზარს. ჩვენი დიდი შეხვედრების სერვისს შეუძლია 5000-მდე მონაწილის მასპინძლობა. მეტი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით დიდი შეხვედრის სერვისები-ის გუნდს.

აქვს თუ არა ლიმიტი კონფერენც-ზარის ხანგრძლივობას?

თითოეული კონფერენც-ზარის ხანგრძლივობა არის 6 საათი, ხოლო ზარების რაოდენობა არის ულიმიტო.

როგორ შემიძლია აღმოვფხვრა ხარვეზები და ექო კონფერენც-ზარში?

კონფერენც-ზარში წარმოშობილი ხარვეზები ან ექო გამოწვეული არის მობილური მოწყობილობის კომპიუტერთან ან მიკროფონთან ახლოს დადების გამო. თუ ხარვეზები ან ექო კვლავ გაგრძელდება, დააჭირეთ *5-ს, რათა გათიშოთ ყველა მიკროგონი. მიკროფონების ჩასართველად დააჭირეთ *6-ს. თავი აარიდეთ დინამიკების, ნაუშნიკების, უკაბელო ტელეფონების და ა.შ. გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზს ან ექოს კვლავ გაიგონებთ.

My Dial-In is giving a busy signal. How do I join my meeting?

For US numbers If you’re having difficulty connecting to your meeting, you can send a text message to your conference Dial-In Number.

  1. Text “Help” to receive a text message with a temporary backup number. Tap the number in your text to dial it, or you can
  2. Text “Call Me” to receive a call that connects you with your Dial-In.

Once connected, enter your Access Code as you normally would.

Note: For US Numbers Only. Message and data rates may apply.

Can I join a conference by receiving a call?

Yes. You can text “Call Me” to your conference dial-in number. You will receive a call directly that will connect you and you will then enter your Access Code as you normally would.

Note: For US Numbers Only. Message and data rates may apply.


საერთაშორისო კონფერენც-ზარები

შეუძლიათ საერთაშორისო მონაწილეებს მონაწილეობის მიღება?

FreeConferenceCall.com არის გლობალური სერვისი, რომლის გამოყენებაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი. საერთაშორისო ნომრების სიის სანახავად, დააკლიკეთ ანგარიშის საინფორმაციო გვერდზე არსებულ სიის ჩვენების ღილაკს. ჩვენ გაგვაჩნია ქვეყნის შიდა ნომრები 73 ქვეყანაში და ეს რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

როგორ მოვაწყო საერთაშორისო კონფერენც-ზარის ორგანიზება?

საერთაშორისო კონფერენც-ზარის საორგანიზაციოდ, მიაწოდეთ მონაწილეებს ადგილობრივი ქვეყნის-შდა ტელეფონის ნომრები და წვდომის კოდი. ონლაინ შეხვედრისთვის, მიაწოდეთ ასევე ონლაინ შეხვედრის ID და/ან დაუკავშირდით ბმულს. შეატყობინეთ მონაწილეებს კონფერენც-ზარის თარიღისა და დროის შესახებ. დათქმულ დროს, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე და შეიყვანეთ წვდომის კოდი, შემდეგ ჰეშთეგი (#). ჰოსტებს დამატებით შეჰყავთ პინ-კოდი, ხოლო შემდეგ ჰეშთეგი (#).

თუ მე ვარ ქვეყანაში, რომელიც ჩემი საერთაშორისო ტელეფონის ნომრების სიაში მდებარეობს, შემიძლია ქვეყნის შიდა ნომრის გამოყენება?

დიახ, თქვენ შეგიძლით ნებისმიერი ქვეყნის შიდა ნომრის გამოყენება. ყველა ტელეფონის ნომერზე დაკავშირება შესაძლებელი არის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან.

შენიშვნა: წვდომის კოდი უცვლელად რჩება და ყველა მონაწილეს ერთმანეთთან აკავშირებს.

შემიძლია თუ არა სატელეფონი ბარათის გამოყენება კონფერენც-ზარში მონაწილეობის მისაღებად?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ სატელეფონო ბარათის გამოყენება კონფერენც-ზარში დასაკავშირებლად.


ონლაინ შეხვედრები

რა არის ონლაინ შეხვედრები?

ონლაინ შეხვედრები ვიდეოს კონფერენციისა და ეკრანის გაზიარების საშუალებას იძლევა. ჰოსტებსა და მონაწილეებს შეუძლიათ გააზიარონ თავიანთი ეკრანები, დოკუმენტები, სლაიდები, სამუშაო ფაილები და ა.შ. ან გამოიყენეთ ვიდეო კონფერენციები ვებ კამერით, რათ პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს.

რატომ უნდა გამოვიყენო ონლაინ შეხვედრები, რომლებსაც გააჩნიათ ვიდეოსა და ეკრანის გაზიარების ფუნქცია?

ონლაინ შეხვედრები ხელს უწყობს ურთოერთობასა და პროდუქტიულობის ზრდას. FreeConferenceCall.com აპლიკაციები-ზე, ჰოსტებს შეუძლია მიიღოს წვდომა ზარის კონტროლებზე, იხილოთ მონაწილეთა სია ზარში, ნახოთ ვიდეო და გააზიაროთ კომპიუტერის ეკრანები, დოკუმენტები, ინტერნეტ ბმულები ან პრეზენტაციები.

შესაძლებელი არის, რომ შეხვედრის ცალკეულ მონაწილეს გავუთიშოთ მიკროფონი?

დიახ. მონაწილეების მიკროფონის გათიშვა შესაძლებელი არის ვებ კონტროლების პანელის გამოყენებით, რომელიც მდებარეობს თქვენი შეხვედრის კედელზე ან შეხვედრის სამუშაო დაფაზე. შეხვედრის კედლიდან, დააკლიკეთ ვებ კონტროლების ღილაკს, აირჩიეთ მონაწილე სიიდან და დააკლიკეთ მიკროფონის გათიშვის ღილაკს. შეხვედრის სამუშაო დაფიდან, იპოვეთ მონაწილის სახელი დამსწრებთა სიაში და აირჩიეთ მიკროფონის გათიშვის ღილაკი.

როგორ შევძლებ მონაწილეებთან ურთიერთობას?

შეხვედრის სამუშაო დაფაზე, დააკლიკეთ ჩატის ღილაკს, რათა მიწეროთ მთლიან ჯგუფს ან გაუგზავნეთ პირადი შეტყობინება ინდივიდუალურ მონაწილეს.

რომელ მოწყობილობებს გააჩნია ონლაინ შეხვედრების მხარდაჭერა?

ონლაინ შეხვედრები ხელმისაწვდომი არის პერსონალურ კომპიუტერებზე, Mac-ზე®, Chromebook-ზე, iOS-სა და Android-ის ტელეფონებსა და პლანშეტებზე. გადმოწერეთ აპლიკაციები.

შენიშვნა: Chromebook-ები არ მოითხოვს რაიმეს გადმოწერას, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ წარმართოთ ან შეუერთდეთ შეხვედრებს ვებ ნახვა-ის გამოყენებით. იხილეთ რეკომენდირებული ბრაუზერები და სისტემის მოთხოვნილებები.

როგორ შემიძლია წვდომა ვიქონიო დისტანციურად სამუშაო დესკტოპზე?

რათა გამოიყენოთ დისტანციური დესკტოპი:

  1. ჩართეთ FreeConferenceCall.com დესკტოპის აპლიკაცია.
  2. დააკლიკეთ ჰოსტის ღილაკს და შედით თქვენი ელ. ფოსტისა და პაროლის გამოყენებით.
  3. დამსწრეთა სიაში, იპოვეთ ის მონაწილე რომლისთვისაც გსურთ დისტანციური მართვის უფლების მინიჭება და დააკლიკეთ ქვედა ისარს.
  4. დააკლიკეთ დისტანციური მართვის ღილაკს, შემდეგ კლავიატურისა და მაუსის კონტროლის მიცემის ღილაკს. აირჩიეთ დიახ, რათა დაადასტუროთ ან არა, რათა გააუქმოთ.

ვიდეო-კონფერენცია

როგორ ჩავრთო ვიდეო კონფერენცია დესკტოპ აპლიკაციის გამოყენებით?

რათა ჩავრთო ვიდე კონფერენცია:

  1. ჩართეთ FreeConferenceCall.com-ის დესკტოპ აპლიკაცია.
  2. დააკლიკეთ ჰოსტის ღილაკს და შედით თქვენი ელ. ფოსტისა და პაროლის გამოყენებით.
  3. ვიდეო ლენტის დასაწყებად, დააკლიკეთ შეხვედრის სამუშაო დაფაზე არსებულ კამერის ღილაკს.
  4. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი აუდიოს პარამეტრები. დაუკავშირდით ტელეფონის (რეკომენდირებულია) ან თქვენს კომპიუტერზე არსებული VoIP ქსელის მეშვეობით, შემდეგ დააკლიკეთ დაუკავშირდი ახლა ღილაკს.
  5. ვიდეო გადავა ლაივ რეჟიმში, როდესაც კამერა გამწვანდება.

ვიდეოს ყურება

შენიშვნა: თუ არ გაქვს FreeConferenceCall.com-ის დესკტოპ აპლიკაცია, გადმოწერეთ ახლა.

რამდენი ვიდეო ლენტის მხარდაჭერა გააჩნია ერთდროულად?

FreeConferenceCall.com-ის ვიდეო კონფერენციას გააჩნია 5 ერთდროული ვიდეო ლენტის მხარდაჭერა. ძირითადი ვიდეო ყოველთვის აჩვენებს აქტიურ გამომსვლელს, ხოლო 5-მდე ვიდეო ლენტა გამოჩნდება გვერდითა პანელზე. გვერდითა პანელზე არსებული ვიდეოების ჩვენება მორიგეობით ლაგდება. კონფერენციის მსვლელობისას, გამოსახულება დამოკიდებული არის იმაზე თუ რამდენად ხშირად საუბრობს ესა თუ ის მონაწილე.

როგორ ვნახო თუ ვინ ესწრება ჩემს ვიდეო კონფერენციას?

შეხვედრის სამუშო დაფაზე, დააკლიკეთ დამსწრეთა სიას, რათა იხილოთ ყველა მონაწილე დამათი დაკავშირების მეთოდი (აუდიო, ეკრანის გაზიარება, ვიდეო).


ეკრანის გაზიარება

როგორ შემიძლია ეკრანის გაზიარება დესკტოპ აპლიკაციის მეშვეობით?

რათა გააზიაროთ თქვენი ეკრანი:

  1. ჩართეთ FreeConferenceCall.com-ის დესკტოპ აპლიკაცია.
  2. დააკლიკეთ ჰოსტის ღილაკს და შედით თქვენი ელ. ფოსტისა და პაროლის მეშვეობით.
  3. დააკლიკეთ შეხვედრის სამუშაო დაფაზე არსებულ ჩართვის ღილაკს.
  4. აირჩიეთ ნივთები გასაზიარებლად.
  5. დააკლიკეთ გაზიარების დაწყების ღილაკს.

შენიშვნა: თუ არ გაქვს FreeConferenceCall.com-ის დესკტოპ აპლიკაცია, გადმოწერეთ ახლა.


ვებ ნახვა

რა არის ვებ ნახვა?

ვებ ნახვა მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეუერთდნენ შეხვედრებს თავიანთი ვებ ბრაუზერების გამოყენებით, ნაცვლად იმისა, რომ ამისათვის გამოიყენონ FreeConferenceCall.com-ის დესკტოპ აპლიკაცია. გადმოწერა არ არის აუცილებელი.

შემიძლია წარვმართო შეხვედრა Web Viewer-ის გამოყენებით?

ამ მომენტში, მხოლოდ Chromebook-ს გააჩნია ჰოსტის სრული ფუნქციონალის მხარდაჭერა Web Viewer-ის მეშვეობით, მათ შორის VoIP აუდიო, ვიდეო და ეკრანის გაზიარება. შეხვედრის სამუშაო დაფის გამოყენებით, Chromebook-ის მომხმარებლებს შეუძლიათ: ჩაწერა, მიკროფონის ჩართვისა და გამორთვის რეჟიმის არჩევა, ჩატი და უფრო მეტი. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჰოსტის ინსტრუქციები.

რა ფუნქციები არის ხელმისაწვდომი მონაწილეთათვის Web Viewer-ის მეშვეობით?

მონაწილეებს შეუძლიათ შეუერთდნენ შეხვედრას VoIP აუდიოსა და ვიდეო კონფერენციისა და ეკრანის გაზიარების სესიის მეშვეობით. მონაწილეებს აქვთ საშუალება გააგზავნონ და მიიღონ ჩატის შეტყობინებები, იხილონ მონაწილეთა ჩამონათვალი და ჩართონ/გამორთონ საკუთარი მიკროფონი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეებს აქვთ გადმოწერილი FreeConferenceCall.com-ის დესკტოპ აპლიკაცია?

თუ მონაწილეებს გააჩნიათ დაყენებული FreeConferenceCall.com დესკტოპ აპლიკაცია, სისტემა ავტომატურად აღმოაჩენს მას და ჩართავს.

რომელ ბრაუზერებს გააჩნია ონლაინ შეხვედრების მხარდაჭერა?

ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ Chrome16-ს და უფრო ახალ ვერსიას ან Firefox® 15-სა და უფრო ახალ ვერსიას. ამ ბრაუზერებს გააჩნიათ VoIP აუდიოს, მრავალლენტიანი ვიდეოსა და ეკრანის გაზიარების ფუნქციის მხარდაჭერა. Internet Explorer® 10-სა და ახალ ვერსიას და Safari® 6.0-სა და ახალ ვერსიას, გააჩნია მხოლოდ ეკრანის გაზიარების ფუნქციის მხარდაჭერა.

როგორ შევუერთდე ვიდეო კონფერენციას ჩემი web viewer-ის გამოყენებით?

Firefox-ის, Chrome-ის ან Chromebook-ის გამოყენებისას, დააკლიკეთ კამერას, რომელიც ჩნდება ინსტრუმენტთა პანელზე. გამოჩნდება ხსნადი ფანჯარა, რომელიც მოითხოვს წვდომას კამერასა და მიკროფონზე. მიეცით წვდომა, რათა დაიწყოთ ვიდეო კონფერენცია.


ჩაწერა და ჩართვა

როგორ ჩავწერო კონფერენც-ზარი?

კონფერენც-ზარის მიმდინარეობის დროს, დაიწყეთ ჩაწერა ნებისმიერ დროს *9-ზე დაჭერით, ხოლო დადასტურების შემთხვევაში, დააჭირეთ 1-ს. ყველა მონიწილეს მიუვა შეტყობინება ჩაწერის დაწყების შესახებ. ჩაწერის შესაწყვეტად და დასამახსოვრებლად, დააჭირეთ *9-ს, ხოლო შემდეგ 1-ს, რათა დაადასტუროთ.

ჩემი ზარების ჩაწერა ავტომატურად ხდება?

არა, თქვენ თითოეული ზარი, ინსტრუქციების გამოყენებით, ინდივიდუალურად უნდა ჩაწეროთ.

როგორ მივიღო წვდომა ჩანაწერებზე?

ჩანაწერებზე წვდომის მიღების 2 გზა არსებობს:

  1. შედით თქვენს ანგარიშზე და ეწვიეთ თქვენი შეხვედრის კედელს. დააკლიკეთ გვერდის თავზე არსებულ ისტორიისა და ჩანაწერების ღილაკს. თვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ, გააზიაროთ, წაშალოთ ან დაბლოკოთ ჩანაწერი.
  2. დარეკეთ თქვენი შეხვედრის კედელზე არსებულ ჩართვის ნომერზე და შეიყვანეთ წვდომის კოდი, ხოლო შემდეგ - ზარის დეტალურ ანგარიშში არსებული საიდენტიფიკაციო ნომერი.

ვიდეოს ყურება

რა არის საიდენტიფიკაციო ნომერი?

საიდენტიფიკაციო ნომერი გამოიყენება თითოეული ჩანაწერის იდენტიფიკაციის მიზნით. ის მოცემული არის თქვენი ანგარიშის საინფორმაციო გვერდის ისტორიისა და ჩანაწერების სექციასა და ზარის დეტალურ ანგარიშში, რომელიც თითოეული ზარის შემდგომ იგზავნება.

რამდენი ხნის განმავლობაში არის ჩანაწერები ხელმისაწვდომი?

სანამ თქვენი ანგარიში არის აქტიური, ჩანაწერები იქამდე იქნება შენახული სანამ საკმარისი მეხსიერება იქნება შესანახად. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ჩანაწერები ან იყიდოთ მეტი მეხსიერება ყოველთვიური დაბალი გადასახადის ხარჯზე.

შემიძლია ჩემი ჩანაწერების გადმოწერა?

დიახ, გადმოწერეთ ნებისმიერი ჩანაწერი თქვენი ანგარიშის საინფორმაციო გვერდზე არსებული ისტორიისა და ჩანაწერების სექციიდან.

რა მოცულობის მეხსიერება არის განკუთვნილი ჩემი ჩანაწერებისთვის?

თითოეულ ანგარიშზე გამოყოფილი არის მაქსიმუმ 1 გბ მოცულობის მეხსიერება. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მეტი მეხსიერება ანგარიშის საინფორმაციო გვერდზე არსებული გაუმჯობესებების სექციიდან.

როგორ შევიტანო ცვლილება ჩაწერილ კონფერენც-ზარებში?

ამჟამად, ჩვენ არ ვთავაზობთ მომხმარებლებს ცვლილების შესაძლებლობებს. თუმცა, ამ მიზნით, ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ შემდეგი პროგრამა Audacity.

შემიძლია ჩანაწერების ელ. ფოსტით გაგზავნა?

დიახ. თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ ისტორიისა და ჩანაწერების პანელის ქვემოთ არსებული ბმული ან გადმოწეროთ ფაილი და გააგზავნოთ ელ. ფოსტის საშუალებით.


ტრანსლაცია

რა არის ტრანსლაცია?

ტრანსლაცია არის ფუნქცია, რომელიც ლაივ შეხვედრის დროს საშუალებას გაძლევთ ჩართოთ ადრე ჩაწერილი კონფერენციები ან ატვირთული მაღალი გარჩევადობის მქონე აუდიო, ვიდეო და ეკრანის გაზიარების ფუნქციის მქონე ფაილები.

ვიდეოს ყურება

როგორ ავტვირთო ჩანაწერი ტრანსლაციაზე?

ჩანაწერის ასატვირთად, დააკლიკეთ თქვენი შეხვედრის კედლის თავზე არსებულ ტრანსლაციის ღილაკს. აუდიო ფაილების ასატვირთად, დააკლიკეთ ატვირთვის ღილაკს.

რა ტიპის ჩანაწერების ტრანსლირება იქნება შესაძლებელი ჩემი შეხვედრების დროს?

თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ნებისმიერი ადრე ჩაწერილი აუდიოს, ვიდეოსა და ეკრანის გაზიარების სესიის ტრანსლირება. თქვენ შეგიძლიათ ასევე მოახდინოთ ნებისმიერი .wav ან .mp3 მაღალი გარჩევადობის მქონე აუდიო ფაილის ტრანსლირება.

შენიშვნა: პროგრამას არ გააჩნია სხვა კონფერენციის პროვაიდერის მიერ ჩაწერილი ჩანაწერების ჩართვის მხარდაჭერა.

დამჭირდება პროგრამის წაშლა იმისათვის, რომ მოვახდინო ჩემი ჩანაწერების ტრანსლირება?

არა, ტრანსლაცია დაკავშირებული არის თქვენი შეხვედრის კედელთან.

შემიძლია, როგორც ჰოსტს, ისე გადავხედო ონლაინ შეხვედრი ტრანსლაციის ჩანაწერს?

დიახ, თქვენი აუდიოს, ვიდეოსა და ეკრანის გაზიარების სესიის ტრანსლაციის სანახავად, გახსენით შეხვედრის კედელი და დააკლიკეთ ტრანსლაციის მენიუზე არსებულ ჩართვის ღილაკს.

ტრანსლაციის ჩასართავად აუცილებელი არის ლაივ შეხვედრა?

არა, ლაივ შეხვედრაზე ყოფნა აუცილებელი არ არის. ტრანსლაციის დასაწყებად, დააკლიკეთ ტრანსლაციის პანელზე არსებულ ტრანსლაციის ღილაკს და ყველა მონაწილე ნახავს ტრანსლაციის მიმდინარეობას. საკუთარი ტრანსალციის სანახავად, იხილეთ ზემოთ მოცემული კითხვა.


ინტეგრაციები

რა სახის ინტეგრაციების მხარდაჭერა გააჩნია FreeConferenceCall.com-ს?

თითოეულ FreeConferenceCall.com-ის ანგარიშზე ხელმისაწვდომი არის შემდეგი ინტეგრაციები:


უსაფრთხოება

ჩემი ზარები ექვემდებარება კონფიდენციალურობას?

დიახ. ჩვენ არ ვუსმენთ ან ვიწერთ ნებისმიერი ჩვენი მომხმარებლის ზარს მათი წინასწარი ნებართვის გარეშე.

ყიდის თუ არა FreeConferenceCall.com ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ?

არა. ჩვენ არ ვაზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს. მეტი ინფორმაციის მისაღებად, გადახედეთ ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკა.

როგორ გავიგო თუ ვინ არის ხაზზე?

იხილეთ კონფერენც-ზარის მონაწილეთა სია თქვენი შეხვედრის კედელზე არსებულ ვებ კონტროლების პანელზე. მონაწილეთა რაოდენობის გაგება შესაძლებელი არის *2-ზე დაჭერითაც. ონლაინ შეხვედრებისთვის, იხილეთ მონაწილეთა ჩამონათვალი შეხვედრის სამუშაო დაფაზე არსებული მონაწილეთა სიის არჩევის გზით. დამატებით, შეხვედრის შემდეგ, ზარის დეტალური ანგარიში გამოგეგზავნებათ ელ. ფოსტაზე, სადაც მითითებული იქნება მონაწილეთა სია და მათ მიერ ზარზე გატარებული დროის ხანგრძლივობა.

შემიძლია ჩემი პაროლის შეცვლა?

დიაც. შედით თქვენს ანგარიშზე და აირჩიეთ პარამეტრები პროფილის ჩამოსაშლელი მენიუდან, შემდეგ დააკლიკეთ პაროლის შეცვლას. შეავსეთ ველები და დააკლიკეთ დასტურის ღილაკს.


სისტემის მოთხოვნილებები

რომელი ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა გააჩნია FreeConferenceCall.com-ს?

FreeConferenceCall.com-ს გააჩნია Mac, Windows და Linux, iOS და Android-ის საოპერაციო სისტემების მხარდაჭერა.

მინიმალური საოპერაციო სისტემის მოთხოვნილებები:

  • OS:
    • Windows® 7
    • Mac® OSX 10.7
    • iOS 9.0 (ტელეფონის ეკრანის გაზიარება მოითხოვს v11.0-ს)
    • Android 4.0.1 (ტელეფონის ეკრანის გაზიარება მოითხოვს v5.0-ს)
    • Ubuntu® 14.04 64-ბიტიანი, შესაძლოა გააჩნდეს სხვა დისტრიბუტივების მხარდაჭერაც, თუმცა შედეგი გარანტირებული არ არის
      • სასურველი გამოსახულების სერვერი: X.Org
      • დესკტოპის გარემო: Unity, Gnome
  • გამტარობა: 100კბ/წმ (HD აუდიო), 400კბ/წმ (ეკრანის გაზიარება), 1.1მბ/წმ (ვიდეო)
  • დესკტოპი: Chrome™ 57, Firefox® 60, Safari® 10.1 (მხოლოდ Mac), Internet Explorer® 11(მხოლოდ Windows), Edge 15 (მხოლოდ Windows)
  • მობილური: Chrome™ 57, Firefox® Android 60 და iOS 20, Safari® iOS 10

რატომ მექმნება პრობლემები ეკრანის გაზიარების დროს?

ეს შეიძლება თქვენს ბრანდმაუერთან იყოს დაკავშირებული. გთხოვთ, დაუკავშირდით თქვენი ქსელის ადმინისტრატორს და მიეცით წვდომა შემდეგ ქსელებზე:

  • 12.7.192.0/23, 185.193.40.0/23, 162.251.180.0/23
    • პორტები UDP 6000-65534 და TCP 443 და TCP 5040-5060