ძირითად შინაარსზე გადასვლა

მხარდაჭერის ცენტრი

ჰოსტის ინსტრუქციები

ქვემოთ მოცემული არის FreeConferenceCall.com-თან შეხვედრების წარმართვის ინსტრუქციები. მეტი ინფორმაციისთვის, დაესწარით სესიას, გადადით ბმულზე www.freeconferencecall.com/support და ისაუბრეთ ჩვენს მომხმარებლთა მხარდაჭერის ცენტრთან 24 საათიან რეჟიმში, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე support@freeconferencecall.com ან დაგვირეკეთ (844) 844-1322.




აუდიო კონფერენცია

კონფერენც-ზარი არის ჯგუფთან დასაკავშირებული უმარტივესი გზა.

როგორ მოვიწვიო

მოთამაშეთა შეხვედრაზე მოწვევის ცოტა გზა არსებობს.

ონლაინ მოწვევა ან ელ. ფოსტა
ონლაინ მოწვევის ან ელ. ფოსტის გაგზავნა:

  1. შედით თქვენი FreeConferenceCall.com-ის ანგარიშზე.
  2. დააკლიკეთ მოწვევას თქვენი შეხვედრის მონაცემების ქვემოთ.
  3. დააკლიკეთ ბუფერში შენახვას ან ელ. ფოსტით მოწვევას, რათა დამოუკიდებლად გააზიაროთ ინფორმაცია შეხვედრის შესახებ. ან, განავრცეთ თქვენი ხედვა, რათა შეავსოთ შეხვედრის დეტალები, დაამატეთ მონაწილეთა ელ. ფოსტები და დააკლიკეთ მოწვევას.

Google Calendar
მოიწვიეთ Google Calendar-ის გამოყენებით:

  1. მიიღეთ FreeConferenceCall.com Google Calendar™ გაფართოება და მიჰყევით ინსტრუქციებს. Google Calendar-ში, შექმენით ღონისძიება ან შეიტანეთ ცვლილება არსებულ შეხვედრაში.
  2. FreeConferenceCall.com-ის გაფართოება ეკრანზე გამოჩნდება ღონისძიების დეტალების ქვემოთ. თუ არ ხართ სისტემაში შესული, დააკლიკეთ სისტემაში შესვლას, რათა შეხვიდეთ თქვენი FreeConferenceCall.com-ის ანგარიშზე. თქვენ დაგჭირდებათ FreeConferenceCall.com-ის პროფილზე წვდომის მიცემა (მხოლოდ ერთხელ) დასტურზე დაკლიკვის მეშვეობით.
  3. შედით შეხვედრის მონაცემებში, აირჩიეთ დამატების ღილაკი, რათა ავტომატურად შეავსოთ ადგილმდებარეობა და აღწერითი მონაცემები თქვენი შეხვედრის მონაცემებთან ერთად.
  4. მოიწვიეთ მონაწილეები "დამატების" ველში მათი ელ. ფოსტების მითითების გზით. როდესაც დაასრულებთ, დააკლიკეთ დამახსოვრების ღილაკს, ხოლო შემდეგ გაგზავნის ღილაკს, რათა გაგზავნოთ მოწვევები.

Outlook
რათა მოიწვიოთ Outlook-ის გამოყენებით:

  1. გადმოწერეთ Outlook® ფლაგინი და მიჰყევით ინსტრუქციებს.
  2. შექმენით ახალი შეხვედრა თქვენი შეხვედრის თარიღითა და დროის მიხედვით.
  3. დააკლიკეთ FreeConferenceCall-ის დამატების ღილაკს, რათა ავტომატურად შეიყვანოთ თქვენი შეხვედრის ინფორმაცია შეხვედრაში
  4. მონაწილეთა მოწვევა.
  5. დააკლიკეთ მოწვევის ღილაკს.

როგორ წავიყვანო შეხვედრა

აუდიო კონფერენც-ზარის წარმართვა:

  1. ტელეფონის ნომრის აკრეფვა.
  2. მოთხოვნის გამოვლენის შემდეგ, შეიყვანეთ წვდომის კოდი, ხოლო შემდეგ ჰეშთეგი(#).
  3. დააკლიკეთ ვარსკვლავს (*), რათა შეიყვანოთ ჰოსტის პინკოდი, ხოლო შემდეგ ჰეშთეგი (#).

მობილური ტელეფონის კლავიატურაზე აკრეფვის ბრძანებები

ჰოსტის კლავიატურაზე აკრეფვის ბრძანებები

აკონტროლეთ კონფერენციის ყველა ასპექტი ტელეფონიდან შემდეგი ბრძანებების მიხედვით:

ბრძანება სათაური აღწერილობა
*1 შეკითხვებისა და პასუხების სესიის მართვა შეიყვანეთ შემდეგი ბრძანებები *1-ისშემდეგ:

1 დაიწყეთ შეკითხვებისა და პასუხების სესია

2 გადადით შემდეგ მონაწილეზე, რომელსაც სურს კითხვის დასმა

3 დაასრულეთ შეკითხვებისა და პასუხების სესია

4 გამორთეთ ან ჩართეთ მიმდინარე მონაწილის მიკროფონი

5 გაასუფთავეთ შეკითხვებისა და პასუხების სესიის რიგი

* დაუბრუნდით კონფერენციას
*2 Caller Count მოისმინეთ იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც შემოუერთდა კონფერენციას.
*3 განხილვის ოთახები დატოვეთ მთავარი კონფერენცია, რათა შეუერთდეთ ქვე-კონფერენციას. დააჭირეთ *3, შემდეგ აკრიფეთ ქვე-კონფერენციის ნომერი, 1-დან 9-მდე, ან დააჭირეთ *3*, რათა დაუბრუნდეთ მთავარი კონფერენციის ოთახს ნებისმიერ დროს.
*4 ინსტრუქციები მოისმინეთ არსებული კლავიატურის ბრძანებების ჩამონათვალი.
*5 მიკროფონის გამორთვა აკონტროლეთ გაიგებენ თუ არა მონაწილეთა ხმას კონფერენციაში.

დააჭირეთ *5-ს ერთხელ, რათა გაუთიშოთ მიკროფონი ყველა მონაწილეს. მონაწილეებს შეუძლიათ თავიანთი მიკროფონის ჩართვა *6-ზე დაჭერის გზით.

დააჭირეთ *5-ს კიდევ ერთხელ, რათა გაუთიშოთ მიკროფონი ყველა მონაწილეს. მონაწილეებს არ შეუძლიათ თავიანთი მიკროფონის ჩართვა.

დააჭირეთ *5-ს კიდევ ერთხელ, რათა დაუბრუნდეთ კონფერენციას და გახსნათ კონფერენციის რეჟიმი.

შენიშვნა: შაბლონურად, ყველა ხაზზე ჩართული არის მიკროფონი, რაც მონაწილეებს საუბრის საშუალებას აძლევს.
*6 საკუთარი მიკროფონის გამორთვა გამორთეთ თქვენი ხაზის მიკროფონი. დააჭირეთ *6-ს კიდევ ერტხელ, რათა ჩართოთ მიკროფონი ხაზზე.
*7 კონფერენციის ბლოკირება დაბლოკეთ კონფერენცია და ყველა სხვა მონაწილე შემოსვლისგან. დააჭირეთ *7-ს კიდევ ერთხელ, რათა განბლოკოთ კონფერენცია და მისცეთ მონაწილეებს კონფერენციაში შემოსვლის უფლება.
*8 შესვლის/გამოსვლის სიგნალი შაბლონურად, შემოსვლისა და გასვლის სიგნალები ჩართულია.

დააჭირეთ *8-ს, რათა გამორთოთ შემოსვლისა და გასვლის სიგნალები.

დააჭირეთ *8-ს კიდევ ერთხელ, რათა გამორთოთ შემოსვლის სიგნალი და ჩართოთ გასვლის სიგნალი.

დააჭირეთ *8-ს კიდევ ერთხელ, რათა ჩართოთ შემოსვლის სიგნალი და გამორთოთ გასვლის სიგნალი.

დააჭირეთ *8-ს კიდევ ერთხელ, რათა დააყენოთ შემოსვლისა და გასვლის სიგნალები შაბლონურ პოზიციაზე.

შენიშვნა: შეტყობინება ჰოსტს ყოველ ჯერზე აუხსნის მიმდინარე პარამეტრებს, როდესაც ის აკრეფს *8-ს.
*9 ჩაწერა დააჭირეთ *9-ს, შემდეგ 1-ს, რათა დაადასტუროთ, რომ გსურთ კონფერენციის ჩაწერის დაწყება.

დააჭირეთ *9-ს კიდევ ერთხელ, რათა შეწყვიტოთ ჩაწერა და 1-ს, რათა დაადასტუროთ.
#პინ კოდი# აუდიოს სინქრონიზაცია მოახდინეთ თქვენი აუდიოს ონლაინ შეხვედრასთან ინტეგრირება. დააჭირეთ #-ს, შეიყვანეთ შეხვედრის სამუშაო დაფაზე მითითებული პინ-კოდი და დააჭირეთ #-ს კიდევ ერთხელ.

შენიშვნა: ეს ბრძანება გამოიყენება მხოლოდ ონლაინ შეხვედრებისთვის.
*# Job Cost Code შეიყვანეთ job cost code, რათა წაიღოთ კონფერენციები პროექტამდე ან კლიენტამდე. დააჭირეთ *-ს, შემდეგ #-ს და შეიყვანეთ ციფრული კოდი.

მონაწილის კლავიატურის ბრძანებები

აკონტროლეთ კონფერენციის კონკრეტული ასპექტები ტელეფონიდან შემდეგი ბრძანებების მიხედვით:

ბრძანება სათაური აღწერილობა
*3 განხილვის ოთახები დატოვეთ მთავარი კონფერენცია, რათა შეუერთდეთ ქვე-კონფერენციას. დააჭირეთ *3, შემდეგ აკრიფეთ ქვე-კონფერენციის ნომერი, 1-დან 9-მდე, ან დააჭირეთ *3*, რათა დაუბრუნდეთ მთავარი კონფერენციის ოთახს ნებისმიერ დროს.
*4 ინსტრუქციები მოისმინეთ არსებული კლავიატურის ბრძანებების ჩამონათვალი.
*6 საკუთარი მიკროფონის გამორთვა გამორთეთ თქვენი ხაზის მიკროფონი. დააჭირეთ *6-ს კიდევ ერტხელ, რათა ჩართოთ მიკროფონი ხაზზე.
#პინ კოდი# აუდიოს სინქრონიზაცია მოახდინეთ თქვენი აუდიოს ონლაინ შეხვედრასთან ინტეგრირება. დააჭირეთ #-ს, შეიყვანეთ შეხვედრის სამუშაო დაფაზე მითითებული პინ-კოდი და დააჭირეთ #-ს კიდევ ერთხელ.

შენიშვნა: ეს ბრძანება გამოიყენება მხოლოდ ონლაინ შეხვედრებისთვის.

ჩაწერის ინსტრუქციები

კონფერენციის ზარის განმავლობაში, ჰოსტს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს ჩაწერა *9-ზე დაჭერით და 1-ზე დაჭერით, რათა დაადასტუროს. მონაწილეები მიიღებენ შეტყობინებას ჩაწერის დაწყების შესახებ. ჩაწერის შესაწყვეტად, დააჭირეთ *9-ს კიდევ ერთხელ და 1-ს, რათა დაადასტუროთ. ჩანაწერების სანახავად, ეწვიეთ ანგარიშების საინფორმაციო გვერდს, დააკლიკეთ პროფილს, შემდეგ აირჩიეთ ისტორიებისა და ჩანაწერების სექციას.

ჩართვის ინსტრუქციები

ჩაწერილი კონფერენციის ჩართვის 2 გზა არსებობს.

  1. მიაწოდეთ მონაწილეებს ჩართვის ნომერი და წვდომის კოდი. შენიშვნა: ჩართვის ნომერი განსხვავდება კონფერენციის ტელეფონის ნომრისგან. როდესაც მონაწილეები აკრეფენ ჩანაწერის ჩართვის ნომერს, მათ მოეთხოვებათ წვდომის კოდისა და შემდგომ კონკრეტული ჩანაწერის საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანა. თითოეული ჩანაწერის საიდენტიფიკაციო ნომერი წარმოდგენილი იქნება თქვენი ზარის დეტალურ ანგარიშში კონფერენც-ზარის დასრულების შემდეგ და ისტორიისა და ჩანაწერების გვერდზე. დადასტურების შემდეგ, სისტემა ჩართავს ჩაწერილ კონფერენციას. ჩართვის განმავლობაში, მონაწილეს შეუძლია წინ და უკან გადაახვიოს ჩაწერილი კონფერენცია ტელეფონის კლავიატურის ბრძანებების გამოყენებით:

    ბრძანება სათაური აღწერილობა
    4 1 წუთით უკან გადახვევა დააჭირეთ 4-ს, რათა უკან გადაახვიოთ 1 წუთი.
    5 პაუზა/განახლება დააჭირეთ 5-ს, რათა დააპაუზოთ, გასაგრძელებლად კვლავ დააჭირეთ 5-ს.
    6 1 წუთით წინ გადახვევა დააჭირეთ 6-ს, რათა წინ გადაახვიოთ 1 წუთი.

  2. მიიღეთ წვდომა ჩანაწერზე ისტორიისა და ჩანაწერების გვერდზე. შესაძლებელი არის ჩანაწერის გადმოწერა და გაზიარება ან გაზიარება ბმულის მეშვეობით, რომელიც მოცემული იქნება ელ. ფოსტაში, სოციალურ მედიაში ან ვებ-გვერდზე.

ონლაინ შეხვედრები

გამოიყენეთ ონლაინ შეხვედრები, რათა წარმართოთ ვებ-კონფერენცია ეკრანის გასაზიარებლად და ვიდეო საჩვენებლად ვებკამერის მეშვეობით. ეწვიეთ www.freeconferencecall.com-ს და დააკლიკეთ გვერდის ქვემოთ დესკტოპ აპლიკაციის მიღებას. ან, შედით თქვენს ანგარიშზე, დააკლიკეთ ონლაინ შეხვედრებს გვერდის თავზე, შემდეგ ჰოსტის შეხვედრას, რათა გადახვიდეთ თქვენი შეხვედრების კედელზე. დააკლიკეთ ონლაინ შეხვედრის წარმართვას, რათა გადმოწეროთ დესკტოპის აპლიკაცია თუ ჯერ კიდევ არ გადმოგიწერიათ ან მიჰყევით ინსტრუქციებს შეხვედრის წამოსაწყებად.

ამ მომენტისთვის, Google Chromebook-ის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ შეხვედრების წარმართვა გადმოწერის გარეშე Web Viewer-ის გამოყენებით. Chromebook-ი Web Viewer-ის მეშვეობით ჰოსტებს აძლევს დესკტოპის ყველა ფუნქციონალს გადმოწერის გარეშე გამოყენების უფლებას, მათ შორის: VoIP აუდიო, ვიდეო და ეკრანის გაზიარების ფუნქცია ჩატისა და შეხვედრების მართვის მექანიზმით.

მონაწილეებს ასევე შუძლიათ შეხვედრასთან დაკავშირება Web Viewer-ის გამოყენებით (Chrome არის რეკომენდირებული ვებ ბრაუზერი) ჰოსტის ონლაინ შეხვედრის ბმულზე დაკლიკვით. პროგრამის დამატებითი გადმოწერები არ არის საჭირო. მონაწილეები, რომლებიც Chromebook-ს იყენებენ, გააჩნია სრული ონლაინ შეხვედრის ფუნქციონალი.

შენიშვნა: ამ მომენტში, Web Viewer-ს გააჩნია Chrome ბრაუზერის ოპტიმალური ფუნქციონალის მხარდაჭერა.

როგორ წავიყვანო შეხვედრა

რათა წარვმართო ონლაინ შეხვედრა დესკტოპ აპლიკაციის მეშვეობით:

  1. შეატყობინეთ მონაწილეებს შეხვედრის თარიღისა და დროის შესახებ, მათ შორის თქვენი ტელეფონის ნომერი, წვდომის კოდი, ონლაინ შეხვედრის ბმული და ონლაინ შეხვედრის ID. ამ მონაცემების ნახვა შესაძლებელი არის ანგარიშის საინფორმაციო გვერდზე მას შემდეგ, რაც გაივლით ავტორიზაციას.
  2. გაუშვით FreeConferenceCall.com-ის დესკტოპ აპლიკაცია თქვენი დესკტოპიდან.
  3. დააკლიკეთ ჰოსტის ღილაკს და შედით სისტემაში თქვენი ელ. ფოსტისა და პაროლის გამოყენებით.
  4. შეუერთდით ონლაინ შეხვედრის აუდიო ნაკადს, შეხვედრის სამუშაო დაფაზე მობილურის ღილაკზე დაჭერით. შემდეგ დააკლიკეთ ტელეფონის ღილაკს, აკრიფეთ ნომერი, შეიყვანეთ წვდომის კოდი, დააჭირეთ ჰეშთეგს(#) ან მიკროფონს & დინამიკებს და დაუკავშირდი ეხლა ღილაკს, რათა დაუკავშირდეთ VoIP-ის მეშვეობით.
  5. გამოიყენეთ ონლაინ შეხვედრის ფუნქციები ქვემოთ მოცემული საფეხურების მიხედვით.
Web Viewer-ის მეშვეობით შეხვედრის წასაყვანად:
  1. Chromebook-ის გამოყენებით (ამ ეტაპზე ჰოსტის სრულად ფუნქციონირებას მხოლოდ Chromebook უზრუნველყოფს), შედით თქვენს ონლაინ ანგარიშზე და გადადით თქვენი შეხვედრების კედელზე. დააკლიკეთ მოწვევის ღილაკს, რათა მიაწოდოთ მონაწილეების ინფორმაცია შეხვედრის თარიღისა და დროის შესახებ, მათ შორის თქვენი ტელეფონის ნომერი, წვდომის კოდი და ონლაინ შეხვედრის ბმული.
  2. დააკლიკეთ ონლაინ შეხვედრის წარმართვის ღილაკს, რათა ჩატვირთოთ Web Viewer. გაიხსნება შეხვედრის სამუშაო მაგიდა.
  3. დაიწყეთ აუდიო ნაკადი ტელეფონის ღილაკზე დაჭერით და მიჰყევით ინსტრუქციებს.
  4. გამოიყენეთ ონლაინ შეხვედრის ფუნქციები შემდეგი ინსტრუქციების გათვალისწინებით.

როგორ გავაზიაროთ ეკრანი:

  1. დააკლიკეთ ჩართვის ღილაკს შეხვედრის სამუშაო დაფაზე.
  2. აირჩიეთ ის ნივთები, რომლის გაზიარებაც გსურთ.
  3. დააკლიკეთ ეკრანის გაზიარების ღილაკს.

როგორ დავიწყოთ ვიდეო-კონფერენცია:

  1. დააკლიკეთ კამერის ღილაკს შეხვედრის სამუშაო დაფაზე.
  2. თქვენს კომპიუტერზე აირჩიეთ დაკავშირების ფუნქცია ტელეფონის ან VoIP-ის გამოყენებით.
  3. ვიდეო გადავა ლაივ რეჟიმში, როდესაც კამერა გამწვანდება.

როგორ დავიწყოთ ჩატი:

  1. დააკლიკეთ ჩატის ღილაკს შეხვედრის სამუშაო დაფაზე.
  2. გაუგზავნეთ შეტყობინება ჯგუფს ან კერძო შეტყობინება ინდივიდუალურ მონაწილეს.

როგორ დავიწყოთ ჩაწერა:

  1. ჩატვირთეთ დესკტოპის აპლიკაცია და დააკლიკეთ ჩაწერის ღილაკს. ან, დააკლიკეთ ჰოსტის ღილაკს და შემდეგ ჩაწერის ღილაკს შეხვედრის სამუშაო დაფაზე. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფუნქცია სტუდიოს პრეზენტაციის დროს.
  2. აირჩიეთ ჩაწერის ვარიანტები (აუდიო, ეკრანის გაზირება, ვიდეო) და დააჭირეთ გაგრძელების ღილაკს.
  3. აირჩიეთ თქვენი აუდიო პარამეტრები და/ან სადემონსტრაციო ნივთები.
  4. ჩაწერა დაიწყება დაუყოვნებლივ. შენიშვნა: აქტიურ მოსაუბრეზე დაყრდნობით მხოლოდ ერთი ვიდეო ლენტის ჩაწერა არის შესაძლებელი.
  5. ჩაწერის შესაჩერებლად, დააკლიკეთ ჩაწერის ღილაკს. შენიშვნა: როდესაც გამოხვალთ შეხვედრიდან და დახურავთ შეხვედრის სამუშაო დაფას, გამოჩნდება ფანჯარა, რომელზეც მითითებული იქნება ბმული თქვენს ჩანაწერზე. მიიღეთ წვდომა ბმულზე დაჭერით, დააკოპირეთ ბმული ბუფერში ან ეწვიეთ "ისტორიისა და ჩანაწერების" სექციას თქვენი შეხვედრის კედლიდან.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩაწეროთ ონლაინ შეხვედრა თქვენი iOS მოწყობილობიდან.

იმისათვის, რომ მოახდინოთ ჩაწერა თქვენს iOS მოწყობილობაზე:

  1. დაამატეთ "ეკრანის ჩაწერა" საკონტროლო ცენტრს თქვენს iOS მოწყობილობაზე "პარამეტრების" ღილაკზე დაჭერით, აირჩიეთ "საკონტროლო ცენტრი" და შემდეგ "კონტროლის ელემენტების დაყენება".
  2. "მეტი კონტროლების" ჩამონათვალში, დააჭირეთ "+", რათა დაამატოთ ეკრანის ჩაწერა.
  3. "საკონტროლო ცენტრის" სანახავად აუსვით ხელი მაღლა და იხილეთ ეკრანის ჩაწერის იკონკა.

რათა ჩაწეროთ ეკრანი და/ან ვიდეო სესია შეხვედრის დროს ეკრანის ჩაწერის ფუნქციის გამოყენებით:

  1. გახსენით FreeConferenceCall.com-ის აპლიკაცია. (თუ არ გაქვთ, გადმოწერა ის App Store-დან)
  2. შეხვედრის დასაწყებად, დააჭირეთ ჰოსტს.
  3. დაიწყეთ ეკრანის გაზიარება და/ან ვიდეო კონფერენცია.
  4. გახსენით iOS საკონტროლო ცენტრი.
  5. დააჭირეთ და ხელი არ აუშვათ ეკრანის ჩაწერას, რათა იხილოთ მეტი პარამეტრი და დააჭირეთ FCC ScreenSharing ღილაკს.
  6. დააჭირეთ ტრანსლაციის დაწყების ღილაკს.

    შენიშვნა: როდესაც შეხვედრას დაასრულებთ, ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება FreeConferenceCall.com-ის აპლიკაციის მეშვეობით "ჩანაწერების" ქვეშ ან ონლაინ, თქვენს ანგარიშზე არსებულ საინფორმაციო გვერდზე, "ისტორიისა და ჩანაწერის" სექციაში.

განახლებები

იხილეთ თქვენი FreeConferenceCall.com-ის ანგარიში ფუნქციები ანგარიშის საინფორმაციო გვერდზე. უფასო ფუნქციების სექცია აჩვენებს იმ ფუნქციებს, რომლებიც ხელმისაწვდომი არის ყველა ანგარიშზე. განახლებების სექცია აჩვენებს დამატებით ფუნქციებს, რომელთა ყიდვა შესაძლებელი არის ვალიდური საკრედიტო ბარათის მეშვეობით.

უფასო აუდიო

ეს ფუნქცია ა.შ.შ.-ს მდებარე მონაწილეებს უფასო ნომრით სარგებლობის უფლებას აძლევს. ანგარიშის მფლობელი იღებს პასუხისმგებლობას წუთობრივად მცირე ტარიფიანი ზარების განხორციელების თაობაზე.

როგორც კი იყიდით უფასო აუდიოს, ეს თქვენი შაბლონური ტელეფონის ნომერი გახდება. კონფერენციის დასაწყებად, ა.შ.შ.-ს მონაწილეები დაუკავშირდებიან უფასო ტელეფონის ნომერს, შემდეგ შეიყვანენ წვდომის კოდს, ხოლო შემდეგ ჰეშ-თეგს (#).

შენიშვნა: ა.შ.შ.-ს ფარგლებს გარეთ არსებულ ყველა მონაწილეს შეუძლიათ იპოვონ ადგილობრივი ტელეფონის ნოიმერი და მოწვევაში მითითებული წვდომის კოდი.

ლოდინის რეჟიმის მელოდიის დაყენება

ატვირთეთ ლოდინის მელოდია თქვენი გემოვნებით მონაწილეებისთვის, რათა ლოდინის დროს მოუსმინონ. ლოდინის მელოდიის შესაცვლელად, ჩამოსქროლეთ "ინდივიდუალური ლოდინის მელოდიის" ბლოკიდან და დააკლიკეთ "ინდივიდუალური ლოდინის მელოდიის" რადიო ღილაკს. დააკლიკეთ "ატვირთვის" ღილაკს და აირჩიეთ აუდიო ფაილი თქვენი კომპიტერიდან. დააკლიკეთ "ჩართვის" ღილაკს, რათა მოუსმინოთ თქვენს მიერ ატვირთულ ფაილს.

შენიშვნა: სერვისს გააჩნია .mp3 და .wav ფორმატის ფაილების მხარდაჭერა.

ინდივიდუალური მისალმება

ატვირთეთ ან ჩაწერეთ "ინდივიდუალური მისალმება", რომელიც ჩაირთვება მაშინ, როდესსაც მონაწილეები შემოუერთდებიან შეხვედრას. მისალმების შესაცვლელად, ჩამოსქროლეთ "ინდივიდუალური მისალმების" ბლოკიდან და დააკლიკეთ "ინდივიდუალური მისალმების" რადიო ღილაკს. დააკლიკეთ "ატვირთვის" ღილაკს და აირჩიეთ აუდიო ფაილი თქვენი კომპიტერიდან. დააკლიკეთ "ჩართვის" ღილაკს, რათა მოუსმინოთ თქვენს მიერ ატვირთულ ფაილს.

თუ გსურთ მისალმების ჩაწერა, დააკლიკეთ "ჩაწერის" ღილაკს და მიეცით უფლება FreeConferenceCall.com-ს, რომ გამოიყენოს თქვენი მიკროფონი. დაიწყეთ საუბარი და დააკლიკეთ "შეჩერების" ღილაკს, როდესაც დაასრულებთ. შემდეგ დააკლიკეთ "ჩართვის" ღილაკს, რათა მოუსმინოთ მას, ხოლო შემდეგ "გაუქმების" ღილაკს, რათა თავიდან ჩაწეროთ ან "დაიმახსოვროთ" ის.

შენიშვნა: სერვისს გააჩნია .mp3 და .wav ფორმატის ფაილების მხარდაჭერა.

ერთიანი ნომერი

ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა, რომ დაუკავშირდეთ წვდომის კოდების გარეშე. ჰოსტი იღებს ტექსტურ შეტყობინებებს, როდესაც დარეკავს პირველი მონაწილე. ჰოსტის ამოცნობა ხდება რეგისტრაციის დროს მითითებული ტელეფონის ნომრიდან გასული ზარის საშუალებით.

როდესაც იყიდით ერთიან ნომერს, შეიყვანეთ ჰოსტის ტელეფონის ნომერი და ჩართეთ ტექსტური შეტყობინებები. კონფერენციის დასაწყებად, ა.შ.შ.-ში მდებარე მონაწილეები რეკავენ ერთიან ნომერზე. ჰოსტს შეუძლია დაუკავშირდეს შეხვედრას გაგზავნილ ტექსტზე დაკლიკვით, როდესაც პირველი მონაწილე შემოუერთდება ზარს.

შეტყობინების სერვისი შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ერთიანი ნომრის მხარდაჭერა გვერდს ან იხილეთ ჩვენი მომსახურების პირობები.

შენიშვნა: ა.შ.შ.-ს ფარგლებს გარეთ მდებარე მონაწილეებს შეუძლიათ იპოვონ ადგილობრივი ტელეფონის ნომერი და მოწვევაში მითითებული წვდომის კოდი.

ჰოსტის გადმოწერის ინსტრუქციები